NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდა და 108-114 დაამარცხა.
16 წუთი გაატარა პარკეტზე გოგა ბითაძემ, რომელმაც 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა თამაშში 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
გამარჯვებულ გუნდს პაოლო ბანჩერომ ულიდერა, რომელმაც 36 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
57 მატჩში 28 მოგებით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და პლეი-ინის ზონაშია.