ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, მე-2 სატურნირო დღეს გათამაშებაში 5 ქართველი ჩაერთვება.
დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ.) ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს და თურქ მერტ ილბარსს ხვდება. დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.) 1/8 ფინალშია და მეტოქის გარკვევას ელოდება. ასევე 1/8 ფინალშია იური ლომაძე, რომელიც რუს კამილ ახმეტვალეევს დაუპირისპირდება.
საერთოდ 1/4 ფინალშია დაშვებული გელა ბოლქვაძე (82 კგ.), რომლის მოწინააღმდეგე ალბანურ-თურქულ ბრძოლაში გაირკვევა, ხოლო 1/8 ფინალიდან იწყებს გიორგი მელია (97 კგ.) - ესტონელ რიჩარდ კარელსონს შეებმება.
შეგახსენებთ, დღეს ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ ვახტანგ ლოლუა (55 კგ.) და რამაზ ზოიძე (77 კგ.), ხოლო ბრინჯაოს მოგების შანსი ფრიდონ აბულაძესა (63 კგ.) და სულხან ბუიძეს (130 კგ.) ექნებათ. ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან იწყება.
ზედიზედ მეორედ - რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია