გიორგი ცხოვრებაძის ზაგრებმა ხორვატიის ჩემპიონატის ლიდერობა განიმტკიცა და ჩემპიონობისკენ დამაჯერებლად მიიწევს.
პრემიიერ ლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურში, დედაქალაქელებმა მე-6 ადგილოსან ტროგირს 4-ბურთიანი უპირატესობით აჯობეს (29:25) და 8-დან მე-8 გამარჯვება მოიპოვეს. ცხოვრებაძემ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
8 ტურის შემდეგ, ზაგრები ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს, ფინალში თამაში განაღდებული აქვს და ელოდება მეტოქეს, რომელიც სესვეტე ან ნექსე იქნება - დარჩენილ 2 ტურში გაირკვევა.
ცხოვრებაძის გუნდი მომდევნო ტურში, 25 აპრილს, უკვე ნახსენებ სესვეტეს ესტუმრება.