VIDEO: შახტარი წინ გაიჭრა - აზაროვის გუნდმა მაისურაძის ჟიტომირს მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკრაინის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში, ირაკლი აზაროვის შახტარ დონეცკსა და გიორგი მაისურაძის ჟიტომირ პოლისიას შორის, საჩემპიონო რბოლისთვის მნიშვნელოვანი მატჩი შედგა - დონბასელებმა 1:0 მოიგეს.
აზაროვი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იყო, მაისურაძე კი თამაშში 21-ე წუთიდან ჩაერთო და საფინალო სასტვენამდე მინდორზე დარჩა. გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, შეტევაში 2-ჯერ იაქტიურა - ერთხელ კარგი პასი გააკეთა, მეორე შემთხვევაში კი მისი ჩაწოდების შემდეგ რეალური სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა თანაგუნდელმა თავური კარს გადააცილა.
არდა თურანის გაწვრთნილმა შახტარმა, ნაკრების მცველ ვალერი ბონდარის გოლით, 1:0 მოიგო და მე-2 ადგილოსან შოთა ნონიკაშვილის ლნზ ჩერკასისთან 3-ქულიანი უპირატესობა შეიქმნა იმ ფონზე, რომ 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო თავად ჟიტომირელებს უკვე 8 ქულით გაუსწრო.
დონეცკელები მომდევნო ტურში მე-9 ადგილოსან ზორია ლუგანსკს სტუმრობენ, ხოლო ჟიტომირ პოლისია მე-11 ადგილოსან ობოლონს უმასპინძლებს.