VIDEO: ჩემპიონი შალკე გაანადგურეს - ლოჩოშვილმა ზედიზედ 21-ე სრული მატჩი ჩაატარა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 33-ე ტურში, ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგმა უკვე ჩემპიონ შალკეს 3:0 მოუგო.
ქართველმა მცველმა ჩემპიონატში შეუცვლელად ზედიზედ 21-ე შეხვედრა ჩაატარა და კარგი მატჩიც გამოუვიდა. ბურთს 65-ჯერ შეეხო, 12-დან 5 ორთაბრძოლა (5-დან 2 საჰაერო) მოიგო, 2-დან 2 წარმატებული ვარდნა ჰქონდა, 3 ჩაჭრა შეასრულა, 6-ჯერ ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა და 10-ჯერ ბურთი დაიბრუნა. Flashscore-ისგან შეფასებად 8.1 დაიმსახურა, ხოლო Sofascore-მა 7.6 დაუწერა.
შალკეს ძირითადში ლეგენდარული ედინ ჯეკო არ ყოფილა - ლოჩოს მის წინააღმდეგ თამაში ბოლო 19 წუთის განმავლობაში მოუწია.
33 ტურის შემდეგ, ბავარიელებმა 45 ქულა მოაგროვეს და მე-8 ადგილზე არიან. 17 მაისს, სტუმრად ხვდებიან ჰანოვერს, რომელიც ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და ქულები ძალიან სჭირდება.