ალექს მერკვილაძის ოოსტენდემ ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ლიგა (BNXT LEAGUE) მე-2 ადგილზე დაასრულა.
რეგულარული სეზონის ბოლო, 34-ე ტურში, ოოსტენდემ ბრიუსელს დიდი სხვაობით მოუგო (84:53), ჩემპიონატში 25-ე გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ ანტვერპენს (29 მოგება) ჩამორჩა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23:16 წუთი გაატარა - 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი. 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნისას, ოოსტენდემ 10-ქულიანი სხვაობა შექმნა.
გაერთიანებული ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონობისთვის ბრძოლას, პლეი-ოფებით გააგრძელებენ - 1/4 ფინალში ოოსტენდეს მეტოქე ისევ ბრიუსელი იქნება. სერია 3-თამაშიანია.