VIDEO: დაარტყა და თანაგუნდელისგან შევარდა - იეგოიანის მე-3 საგოლე მოქმედება ერედივიზიეში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი იეგოიანმა ერედივიზიეს 2025-26 წლების სეზონში მე-3 საგოლე მოქმედება შეასრულა. მისმა ექსელსიორმა შინ ჰერაკლესთან 1:2 წააგო.
როტერდამელებმა მე-8 წუთზე კუთხური მოაწოდეს, გადმოვარდნილ ბურთს კარისკენ იეგოიანი გზავნიდა, რა დროსაც დარტყმული მის თანაგუნდელ ნოა ნაუიოკს მოხვდა და კარში შევარდა. ირაკლის ასისტი ჩაეთვალა.
ქართველი ნახევარმცველი ექსელსიორს სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, მიმდინარე ჩემპიონატში მეათედ ითამაშა და 3 საგოლე მოქმედება აქვს - 1 გოლი და 2 საგოლე პასი.
ინფორმაციისთვის, ნიდერლანდების რანგით მე-2 დივიზიონის გასულ სეზონში, როცა ვიტესის მაისურით თამაშობდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.
12 ტურის შემდეგ, ექსელსიორს 3 მოგება, 1 ფრე და 8 მარცხი აქვს და საპლეიაუტო მე-16 ადგილზე იმყოფება. 22 ნოემბერს გუნდი ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე აიაქსს ეწვევა.