VIDEO: დაძაბული ფინიში - გოგას ორლანდომ დალასი ბოლო წამებზე დაამარცხა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა დალას მავერიქსთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე მოიგო - 115:114.
ქართველ მოთამაშეს ჯამალ მოზლიმ ამჯერად 12:05 წუთი მისცა, რაც მან 8 ქულაში, 4 მოხსნასა და 2 ასისტში გადათარგმნა. გოგამ წინა მატჩში, ვაშინგტონთან, 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი მიითვალა.
61 მატჩის შემდეგ, ორლანდოელებს 33 მოგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე არიან.
ბითაძის გუნდი მომდევნო თამაშს, 8 მარტის 00:00 საათზე, კარგ ფორმაში მყოფ მინესოტა ტიმბერვულვზთან სტუმრად გამართავს.