VIDEO: მამუს 11 ქულა - ტორონტო მინესოტაში დამარცხდა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არაა და 5-დან მე-4 შეხვედრა წააგო.
კანადელები დასავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილოსან მინესოტა ტიმბერვულვზს სტუმრად დაუპირისპირდნენ და 8-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ - 107:115. თავის მხრივ, მინესოტა კარგ სვლაზეა და ბოლო 9-დან მე-8 თამაში მოიგო.
ქართველმა პარკეტზე 23:38 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი შესძინა.
ტორონტოს, 35 მოგებასთან ერთად, 27 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო თამაშს, 9 მარტის 02:00 საათზე, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ დალასთან სტუმრად ჩაატარებენ.