VIDEO: ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო - იბერიამ დილას ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდედ მოუგო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი მოქმედ ვიცე-ჩემპიონ გორის დილას დამარცხებით დაიწყო.
გუგა ნერგაძის გუნდმა დაძაბული შეხვედრა, დადიანის მოპოვებული და ჯინჯოლავას მიერ გატანილი პენალტით, 1:0 მოიგო.
საინტერესოა, რომ იბერიელებმა დილას უშუალოდ ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე ურთიერთშეხვედრაში აჯობეს, თუმცა ამ პერიოდში გორელებმა მათ სუპერ თასისა და თასის ორი ტიტული აართვეს.
შედეგად, თბილისური გუნდი სატურნირო ცხრილში 3-3 ქულიან გუნდებს, სამგურალსა და სპაერს, შეუერთდა და მათთან ერთად გალიდერდა.
11 მარტს, იბერია ქუთაისში, ტორპედოს ესტუმრება, ხოლო დილას მეტოქე ჩემპიონატის აბსოლუტური დებიუტანტი ტყიბულის მეშახტე იქნება - თამაში გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე ჩატარდება.