VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - შერმადინის გუნდი ლიდერებთან ერთ მოგებაშია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ტენერიფემ, ესპანეთის ლიგა ენდესას მე-8 ტურში, სარაგოსასთან გასვლითი მატჩი 8-ქულიანი სხვაობით მოიგო - 84:76.
კანარიელთა ქართველმა კაპიტანმა 19:09 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულითა და 1 მოხსნით დაეხმარა.
გიო თამაშის შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა და ნაკრების შეკრებას შეუერთდება - 27 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.
მისი გუნდისგან საუკეთესო იყო ხაიმე ფერნანდესი, რომელმაც 16 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა, კარგი მატჩი ჰქონდათ როკას გიედრატისსა (12 ქულა, 4 მოხსნა) და მარსელინო უერტასს (12 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი).
ტენერიფემ ჩემპიონატში მე-6 გამარჯვება იზეიმა და ლიდერ რეალ მადრიდი-ვალენსიას დუეტს თითო-თითო მოგებით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 6 დეკემბერს, სწორედ რეალ მადრიდს უმასპინძლებენ.