VIDEO: თავისივე მოპოვებული პენალტი გააფუჭა - ბერიძის გუნდმა ლიდერს გასვლაზე მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უიპეშტის შემტევმა გიორგი ბერიძემ, უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, ტურის დაწყებამდე ერთპიროვნულ ლიდერ პაკშთან მატჩისას პენალტი მოიპოვა, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. ბერიძის გუნდმა გასვლითი თამაში 3:1 მოიგო.
48-ე წუთზე, გიორგიმ დაასწრო მეკარეს, რომელმაც მასზე წესი დაარღვია, რამდენიმე წამში კი პაკშის გოლკიპერმა შეცდომა გამოასწორა და ქართველის დარტყმული მოიგერია.
გიორგი ბერიძეს პენალტი ბოლოს 2022 წლის თებერვალში ჰქონდა შესრულებული - ჯამში კარიერაში 4 პენალტი გატანილი აქვს, ხოლო 3 - გაფუჭებული.
ქართველმა ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ითამაშა და აქტიური იყო, თუმცა ეს პოზიტივში ვერ გადათარგმნა. კარისკენ 5-ჯერ დაარტყა და მათგან 3-ჯერ მეკარეს სეივის შესრულება მოუწია. 3 საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და 85-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგის უნგრეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 1 გოლი აქვს - 3 აგვისტოს, ტურნირის მე-2 ტურში, დიორთან შეაგდო.
უიპეშტმა უნგრული ფეხბურთის ტალანტ კრიშტოფერ ჰორვატის საგოლე პასების ჰეთ-თრიქით მოიგო, გუნდის სლოვენიელმა ლეგიონერმა ალიოშა მატკომ კი დუბლი გოლებით შეასრულა.
ბერიძის გუნდს 14 ტურში 16 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. მეორე მხრივ, ზედა სამეულთან სხვაობა 6 ქულაა. მომდევნო თამაშს, 30 ნოემბერს, მე-6 ადგილოსან ქიშვარდასთან სტუმრად გამართავენ.