VIDEO: თოკო საუკეთესო იყო - ბარსელონამ ჩემპიონატში მეოთხედ მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელია, ლიგა ენდესას მე-8 ტურში, გრან კანარიასთან სტუმრად მოგებულ (72:61) მატჩში მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ქართველმა 26:37 წუთი ითამაშა, 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა და, გრან კანარიას სლოვენიელ ლეგიონერ მაიკ ტობისთან (16 ქულა, 9 მოხსნა) ერთად, ეფექტიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი ჰქონდა - 17.
ბარსამ წლევანდელი ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და მწვრთნელიც შეუცვალეს, ახალ დამრიგებელ ჩავი პასკუალის ხელმძღვანელობით კი პირველი თამაში სწორედ კანარიელებთან მოიგო. ახლა გუნდს 4-4 მოგება-წაგება აქვს და ცხრილის მე-7 ადგილზეა.
კატალონიელები მომდევნო ორ შეხვედრას ევროლიგაზე (26 ნოემბერს - ლიონთან შინ და 5 დეკემბერს - ცრვენა ზვეზდასთან სტუმრად) ჩაატარებენ, ჩემპიონატში კი 7 დეკემბერს ანდორას უმასპინძლებენ.