VIDEO: დასანანი მარცხი - მამუს გუნდმა მინესოტასთან შინ წააგო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილოსან მინესოტა ტიმბერვულვზთან დასანანი მარცხი განიცადა - 126:128.
კანადელები, ბოლო მეოთხედში პირველი ქულების აღებით, 12 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ტიმბერვულვზმა თამაში არ დაკარგა და საბოლოოდ მისი გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.
მამუ ამჯერად ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა ისევ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო - 31:34 წუთში, 14 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
რეპტორსმა მიმდინარე რეგულარულის 52-ე შეხვედრაში 30-ე მარცხი იწვნია და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილამდე დაეშვა.
6 თებერვლის 04:30 საათზე, ტორონტოელთა მეტოქე თავიანთივე კონფერენციის მე-10 ადგილოსანი ჩიკაგო ბულსი იქნება - მატჩი ტორონტოშია.