ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ სარეიტინგო სერიის ტურნირზე, აკაკი ქემერტელიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
70 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ათლეტმა ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და ტურნირის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა გათამაშებაზე კიდევ 2 მედალი მოიპოვა - 65 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკა ზაქაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ.) ვერცხელის მედალი დაისაკუთრა.
შედეგად, პირველი დღის შემდეგ, ჩვენი სპორტსმენების აქტივში 3 მედალი - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
საქართველოს ნაკრები ზაგრებში 13 სპორტსმენით ასპარეზობს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ხურციაა.