ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ სარეიტინგო სერიის ტურნირზე, ვლადიმერ გამყრელიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
86 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველი სპორტსმენი ფინალში გავიდა, ვერცხლის მედალს დასჯერდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა გათამაშებაზე კიდევ 2 მედალი მოიპოვა - 65 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკა ზაქაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) ვერცხელის მედალი დაისაკუთრა.
შედეგად, პირველი დღის შემდეგ, ჩვენი სპორტსმენების აქტივში 3 მედალი - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
საქართველოს ნაკრები ზაგრებში 13 სპორტსმენით ასპარეზობს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ხურციაა.