VIDEO: ორივე გუნდში გამორჩეული იყო - შერმადინის კარგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა და გრან კანარიასთან შეხვედრაში საუკეთესო იყო. მისი გუნდი სტუმრად 70:72 დამარცხდა.
კანარიელთა ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 28:13 წუთი გაატარა - 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, 15 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 17 შეადგინა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.
ტენერიფემ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა ჯგუფურ ეტაპზე, 2 მოგებასთან ერთად, პირველი მატჩი წააგო და ლიდერობას სწორედ გრან კანარიასთან იყოფს.
შერმოს გუნდი მომდევნო, მე-4 ტურში, ჩეხურ ნიმბურკს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება.