ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ სარეიტინგო სერიის ტურნირზე, ნიკა ზაქაშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა, 65 კგ. წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გათამაშებაზე ჩვენს ქვეყანას პირველი მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ 70 კგ. წონით კატეგორიაში - აკაკი ქემერტელიძემ, ხოლო 86 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალური ბრძოლები წააგეს და ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
შედეგად, პირველი დღის შემდეგ, ჩვენი სპორტსმენების აქტივში 3 მედალი - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
საქართველოს ნაკრები ზაგრებში 13 სპორტსმენით ასპარეზობს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ხურციაა.