NBA-ის გასული, 2024-25 წლების სეზონის MVP შაი გილჯეს-ალექსანდერი მოახლოებულ All Star-ის მატჩს გამოტოვებს.
ამერიკული პრესის მიხედვით, გილჯეს-ალექსანდერს მუცლის კუნთების დაჭიმულობა აქვს, რის გამოც 15 თებერვალს გასამართ ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
როგორც დაზიანების სპეციფიკიდან გამომდინარე ირკვევა, ოკლაჰომა თანდერის 27 წლის ვარსკვლავი პარკეტს თებერვლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება - NBA-ის რეგულარულის უახლოესი 5 მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ცნობისთვის, 30 იანვარს NBA-ის მიერ განახლებული 2026 წლის MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტთა ათეულში ისევ გილჯეს-ალექსანდერი ლიდერობს - მეორე ადგილზე ლუკა დონჩიჩია, მესამეზე - ნიკოლა იოკიჩი, მეოთხეზე - ვიქტორ ვემბანიამა, ხოლო მეხუთეზე - ჯეილენ ბრაუნი.
შაი გილჯეს-ალექსანდერს 20 ან მეტი ქულა NBA-ის ზედიზედ 121 მატჩში აქვს აღებული და უილტ ჩემბერლენის ყველა დროის რეკორდამდე 5 ასეთი თამაში აშორებს.