იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში ლაციომ სტადიო ოლიმპიკოზე მონცა მიიღო და 3-1 დაამარცხა.
სტუმართა სათადარიგო სკამზე იყო საბა გოგლიჩიძე, რომელიც თამაშში 37-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 2-0 იყო და მონცა 10 კაცით დარჩა.
მეორე ტაიმის სტარტზე საქართველოს ნაკრების მცველმა მონცას შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი სერია ა-ში გატანილი პირველი გოლით აღნიშნა და სხვაობა შეამცირა.
მატჩის ბოლოს 88-ე წუთზე ლაციომ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და რომაელებმა 3 ქულა მოიპოვეს.
6 ტურის შემდეგ მონცა 4 ქულით მე-16 ადგილზე რჩება, ლაციო კი 16 ქულით ცხრილის ლიდერ ინტერს გაუთანაბრდა და მე-2 ადგილზეა.