VIDEO: დინამოს მეტოქე ჟალგირისმა ჩემპიონატში ისევ მოიგო და თანალიდერი გახდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისის მეტოქემ, ჟალგირის ვილნიუსმა ლიეტუვის ჩემპიონატის მატჩი ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
დედაქალაქელებმა TOPYLIGA-ს მე-7 ადგილოსან ჰეგელმანს სტუმრად 3:2 მოუგო - ორი გოლი პენალტიდან შეაგდეს (ლივიუ ანტალმა და ნიკოლა პეტკოვიჩმა), გამარჯვების მომტანი გოლი კი 92-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორიც ნიკოლა პეტკოვიჩია.
დინამოსთან წარუმატებლობის მიუხედავად, პეტკოვიჩი ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო 11-დან 8 თამაშში ჯამში 12 საგოლე მოქმედება შეასრულა - 11 გოლი, 1 ასისტი.
TOPYLIGA-ს 21 მატჩის შემდეგ, ჟალგირისს 34 ქულა აქვს და, ანტონ თოლორდავას მოქმედ ჩემპიონ კაუნო ჟალგირისთან ერთად (1 თამაშით ნაკლები აქვს), ჩემპიონატის თანალიდერია. მომდევნო ტურში, 16 აგვისტოს, მე-6 ადგილოსან ბანგას უმასპინძლებს.
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ჟალგირის ვილნიუსისა და დინამო თბილისის საპასუხო მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება. პირველი თამაში დინამოელებმა 3:0 მოიგეს.