VIDEO: დრამა 98-ე წუთზე - რა მოხდა იბერია-დილას მატჩში?
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის გადადებულ მატჩში თბილისის იბერიამ გორის დილას უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვებით 3 ქულა ჩაიწერა (2:1).
შეხვედრა ძირითადად მეორე ტაიმში დაიძაბა. არბიტრმა დილას ბრაზილიელი ლეგიონერი ჟოაო არაუჟო გააძევა, ხოლო 63-ე წუთზე იბერიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ნიკოლოზ დადიანმა გოლად გარდასახა.
82-ე წუთზე კაცნაკლულმა გორელებმა სენეგალელი მოჰამედ დიუფის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. მატჩის მიწურულს, 90+8-ე წუთზე, დილა კიდევ უფრო დასუსტდა - მოედნიდან მამინ სანიანგიც გააძევეს, მასპინძლებმა კი მეორედ მოპოვებული პენალტით ისარგებლეს. გიორგი ჯინჯოლავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ, იბერია 25 ჩატარებული მატჩით 43 ქულას ფლობს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. გუნდს ერთი თამაში რეზერვში აქვს და მისი მოგების შემთხვევაში ლიდერ რუსთავს (46 ქულა) გაუთანაბრდება. რაც შეეხება გორის დილას, 26 შეხვედრით და 37 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
ეროვნული ლიგის მიმდინარე ცხრილი:
1. რუსთავი – 46 ქულა (26 თამაში) 2. დინამო ბათუმი – 44 ქულა (26 თამაში) 3. იბერია 1999 – 43 ქულა (25 თამაში) 4. დინამო თბილისი – 42 ქულა (25 თამაში) 5. დილა გორი – 37 ქულა (26 თამაში) 6. ტორპედო – 36 ქულა (26 თამაში) 7. სამგურალი – 32 ქულა (26 თამაში) 8. გაგრა – 28 ქულა (26 თამაში) 9. სპაერი – 25 ქულა (26 თამაში) 10. მეშახტე – 16 ქულა (26 თამაში)