VIDEO: დუბლი და საგოლე პასი - მესის მორიგი ბრწყინვალე მატჩი
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ მატჩში ცინცინატისა და ინტერ მაიამის შორის უხვგოლიანი შეხვედრა შედგა.
პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა, მეორე ტაიმში კი გუნდებმა კიდევ 6 გოლი გაიტანეს და საბოლოოდ თამაშში სტუმრებმა 3-5 გაიმარჯვეს.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ლიონელ მესის, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. არგენტინელი ჰეთ-თრიქთანაც ახლოს იყო, თუმცა მე-5 გოლის დროს მისი დარტყმული ძელიდან მეკარეს მოხვდა და ისე შევარდა კარში.
მესის კარიერაში 909 გოლი და 411 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ამ სეზონში კი მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 ასისტია, MLS-ის ბომბარდირთა დავაში კი ლიდერ კუიპერსს 1 გოლით ჩამორჩება.
ინტერ მაიამი 13 მატჩის შემდეგ 25 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან ნეშვილს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს, 2 ქულით ჩამორჩება.