საფეხბურთო სეზონი ფინიშს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთ ვარსკვლავურ მოთამაშეს კონტრაქტი ეწურება.
გთავაზობთ პროგნოზს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება აღმოჩნდნენ ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი „უფასო“ ფეხბურთელები.
მოსალოდნელი ტრანსფერები და პროგნოზები:
დუშან ვლაჰოვიჩი (პროგნოზი: ბაიერნ მიუნხენი): იუვენტუსი ხელფასების შემცირებას გეგმავს და სერბი ფორვარდის გაშვებისთვის მზადაა. ბაიერნი, რომელმაც ნიკოლას ჯექსონის გამოსყიდვაზე უარი თქვა, ჰარი კეინის კონკურენტად სწორედ ვლაჰოვიჩს განიხილავს.
ბერნარდუ სილვა (პროგნოზი: ბარსელონა): 31 წლის პორტუგალიელს ბარსელონაში ოჯახური კავშირები აქვს. მისი გამოცდილება კატალონიელთა ახალგაზრდულ გუნდს ძალიან წაადგება.
კაზემირო (პროგნოზი: ინტერ მაიამი): მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, ბრაზილიელისთვის დროა ნაკლებად სტრესულ გარემოში გადავიდეს. ლიონელ მესისთან და ლუის სუარესთან თამაში მისთვის იდეალური ვარიანტია.
რობერტ ლევანდოვსკი (პროგნოზი: ჩიკაგო ფაირი): 38 წლამდე მიღწეული ფორვარდი აღიარებს, რომ MLS-ში გადასვლის დროა. „ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ შესაძლოა უფრო დაბალი დონის ლიგა ავირჩიო“, - განაცხადა მან.
ენდი რობერტსონი (პროგნოზი: ტოტენჰემი): ლივერპულის ლეგენდას ლონდონურ კლუბს ჯერ კიდევ იანვარში უკავშირებდნენ. ის ტოტენჰემის ახალგაზრდა მცველებისთვის იდეალური ლიდერი იქნება, თუმცა არც მის მშობლიურ სელტიკში დაბრუნებაა გამორიცხული.
რაც შეეხება იბრაჰიმა კონატეს, მიუხედავად ხანგრძლივი გაურკვევლობისა, მოსალოდნელია, რომ ის ლივერპულთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.