ლიონელ მესი კვლავ ინარჩუნებს MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს.
2026 წლის სახელფასო მონაცემების მიხედვით, არგენტინელი ვარსკვლავის საბაზისო ხელფასი 25 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი გარანტირებული კომპენსაცია 28 მილიონ დოლარს აჭარბებს.
მესის ანაზღაურება ორჯერ მეტია ლიგის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის, ლოს-ანჯელესის წევრის, სონ ჰინ მინის შემოსავალზე, რომელიც ჯამში 11.2 მილიონ დოლარს იღებს.
ინტერ მაიამის სახელფასო ფონდი 54.6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და თითქმის ხუთჯერ აღემატება ფილადელფიის ბიუჯეტს. მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის ასევე არიან მიგელ ალმირონი (7.9 მლნ დოლარი), თომას მიულერი (5.15 მლნ დოლარი) და მაილს რობინსონი (3.95 მლნ დოლარი).
მესის, რომელმაც გასულ სეზონში ზედიზედ მეორედ მოიპოვა MVP-ის ტიტული, ინტერ მაიამისთან კონტრაქტი 2028 წლის სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.