VIDEO: მესის რეკორდი MLS-ში და კარიერაში 907-ე გოლი
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო ინტერ მაიამის დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. სტუმრები 44-ე წუთზე როდრიგო დე პოლმა დააწინაურა და თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა.
56-ე წუთზე ლიონელ მესის პასის შემდეგ სხვაობა ორამდე ლუის სუარესმა გაზარდა, 73-ე წუთზე არგენტინელმა კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა, ამჯერად კი გოლი სერხიო რეგილონმა გაიტანა.
რეგილონის გოლიდან 2 წუთში მესიმ გოლი თავადაც გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძელთა მხრიდან ემილიო არისტისაბალმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში (2-4) დააფიქსირა.
ინტერ მაიამის 12 მატჩის შემდეგ 22 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ნეშვილს, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს, 1 ქულით ჩამორჩება.
ლიონელ მესის ამ სეზონში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერებამდე (მუსა და კუიპერსო) 1 გოლი აშორებს.
ლეგენდარულმა არგენტინელმა სებასტიან ჯოვინკოს რეკორდი მოხსნა და MLS-ის ისტორიაში 100 საგოლე მოქმედება ყველაზე სწრაფად დააგროვა - 64 მატჩი, 59 გოლი, 41 საგოლე პასი.
სულ კი ლიონელ მესიმ კარიერაში 907-ე გოლი და 410-ე საგოლე გადაცემა გააკეთა.