ლეო მესიმ კრიშტიანუ რონალდუსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
რაც მოხდა, ლამაზი სპორტული მეტოქეობა იყო.
ეს ფეხბურთის სამყაროში სრულიად ბუნებრივი რამ იყო. მე ბარსელონაში ვიყავი, ის კი - რეალში და ყველაფრისთვის ვიბრძოდით - როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად, ამიტომ ხალხი ყოველთვის გვადარებდა ერთმანეთს.
მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი და პატივისცემით სავსე იყო,და ყველაფერი, რაც ხდებოდა, მხოლოდ სპორტულ ასპარეზზე რჩებოდა. არაფერს ჰქონდა პირადი ხასიათი.
ჩვენ ხშირად არ ვხვდებოდით ერთმანეთს, გარდა მატჩებისა ან დაჯილდოების ცერემონიებისა და ყოველთვის კარგ ურთიერთობაში ვიყავით.
ახლა ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზეა, მაგრამ რაც მოხდა, მართლაც ლამაზი სპორტული მეტოქეობა იყო.“ - განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.