• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რუნის რეაქცია ტრენტის ნაკრების მიღმა დარჩენაზე
ფეხბურთიფეხბურთი

რუნის რეაქცია ტრენტის ნაკრების მიღმა დარჩენაზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეინ რუნიმ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ინგლისის ნაკრებიდან ამოგდებას გაუგებარი უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში მაინც რის ჯეიმსს დააყენებდა.


ალექსანდერ-არნოლდი მოულოდნელად ნაკრებს მიღმა დარჩა მარტის მატჩებისთვის ურუგვაისა და იაპონიის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის რეალ მადრიდის სასტარტო შემადგენლობის წევრია. თომას ტუხელმა გუნდში ბენ უაითი დააბრუნა, რომელმაც ორივე ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და ურუგვაის გოლიც გაუტანა.


მომხდარზე რუნიმ განაცხადა:


ბენ უაითს პატივს ვცემ, ის მართლაც კარგი მოთამაშეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ის გუნდშია და ტრენტზე წინ დგას, ჩემთვის წარმოუდგენელია.


საინტერესოა, რომ ალექსანდერ-არნოლდს ინგლისის ნაკრებში 11 თვეა არ უთამაშია. გასულ ზაფხულს ლივერპულიდან რეალ მადრიდში გადასვლის შემდეგ, მას თავიდან ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა, თუმცა იანვრიდან მოყოლებული ის ესპანური გრანდის შეუცვლელი ფიგურაა. მიუხედავად ამისა, ტუხელმა ჯერ კიდევ ნოემბერში აღნიშნა, რომ ჯარელ კვანსა და ტინო ლივრამენტო მისთვის პრიორიტეტული ვარიანტებია.

რუნი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ტრავმიანობისა, რის ჯეიმსი საუკეთესო კანდიდატია მარჯვენა მცველის პოზიციაზე, რადგან მას დაცვაში თამაში უკეთ ეხერხება:


ჩვენ არ გვჭირდება, რომ ჩვენი მცველები ზედმეტად შემტევები იყვნენ. ჩვენ გვჭირდება, რომ მათ დაცვა იცოდნენ. შეტევაში საკმარისი ნიჭი გვაქვს, რომ თამაშები მოვიგოთ.


მისი აზრით, ინგლისის დაცვის ოთხეული მსოფლიო ჩემპიონატზე ასე უნდა გამოიყურებოდეს: რის ჯეიმსი, ჰარი მაგუაირი, მარკ გეჰი და ლუკ შოუ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ინგლისი
ინგლისის ნაკრები
ლივერპული
რეალი
რის ჯეიმსი
რუნი
თომას ტუხელი
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩუამენისთან ჩხუბის შემდეგ ვალვერდე ელ კლასიკოს გამოტოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩუამენისთან ჩხუბის შემდეგ ვალვერდე ელ კლასიკოს გამოტოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,გულწრფელად ვწუხვარ" - ვალვერდეს ოფიციალური განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,გულწრფელად ვწუხვარ" - ვალვერდეს ოფიციალური განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აღფრთოვანდა შჩესნი ლამინ იამალით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აღფრთოვანდა შჩესნი ლამინ იამალით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

ჩუამენისთან ჩხუბის შემდეგ ვალვერდე ელ კლასიკოს გამოტოვებს

News image

13 სთ წინ

რეალმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო

News image

13 სთ წინ

,,გულწრფელად ვწუხვარ" - ვალვერდეს ოფიციალური განცხადება

News image

2 სთ წინ

რატომ აღფრთოვანდა შჩესნი ლამინ იამალით?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება