მადრიდის რეალმა გუშინდელი კონფლიქტის მოგვარების გზა იპოვა.
როგორც ესპანური გამოცემა El Pais იტყობინება, არც ორელიან ჩუამენის და არც ფედე ვალვერდეს გუნდიდან მოკვეთა არ ემუქრებათ, კლუბმა მათი მხოლოდ ფინანსურად დაჯარიმება გადაწყვიტა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ფეხბურთელი 10 მაისს გასამართ ელ კლასიკოში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
ვალვერდეს კამპ ნოუზე შეკრებილი პუბლიკა ვერ იხილავს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ჩუამენის დარტყმის შედეგად ურუგვაელი დაეცა და თავი მიარტყა, რის გამოც ნაკერების დადება დასჭირდა და 10-14 დღე ჩვეულ რითმში ვერ ივარჯიშებს.
ელ კლასიკოში კამპ ნოუზე ზეგ, 10 მაისს გაიმართება და ფრის ან გამარჯვების შემთხვევაში, ბარსა ლა ლიგის ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებს.