მადრიდის რეალმა ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენისთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
მადრიდის რეალი აცხადებს, რომ გუშინ ფეხბურთელების, ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური საქმის საფუძვლად ქცეული მოვლენების შემდეგ, ორივე ფეხბურთელი დღეს საქმეზე დანიშნულ გამომძიებელს წარუდგა.
მოსმენაზე ფეხბურთელებმა სრულად მოინანიეს მომხდარი და ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს.
გარდა ამისა, მათ ბოდიში მოუხადეს კლუბს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივრებს, და ორივემ განაცხადა, რომ მზად არიან მიიღონ ნებისმიერი სანქცია, რომელსაც კლუბი მიზანშეწონილად ჩათვლის.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მადრიდის რეალმა გადაწყვიტა თითოეული ფეხბურთელისთვის 500 ათასი ევროს ოდენობის ფინანსური ჯარიმის დაკისრება, რითაც დასრულდა შესაბამისი შიდა პროცედურები.
,,გულწრფელად ვწუხვარ" - ვალვერდეს ოფიციალური განცხადება