Sky Sport-ის ინფორმაციით, კრიზისში მყოფი რეალის წარმომადგენლები კვირის დასაწყისში ჟოზე მოურინიოს მენეჯმენტს შეხვდნენ, რათა პორტუგალიელი ვარსკვლავი მწვრთნელის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები გაეაქტიურებინათ. ასევე უკვე შედგა პირდაპირი კონტაქტი თავად მოურინიოსთანაც.
63 წლის სპეციალისტი მზად არის მადრიდის რეალში დასაბრუნებლად, სადაც ის უკვე მუშაობდა 2010-2013 წლებში და მოიგო როგორც ესპანეთის ჩემპიონატი, ისე ესპანეთის თასი.
მოურინიოს დაბრუნების იდეის მთავარი მხარდამჭერი რეალის გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესია. თუმცა, Sky Sport-ის ინფორმაციით, მოურინიო სრულ კონტროლსა და ტრანსფერებში მნიშვნელოვან გავლენას ითხოვს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციითაც, რეალმა უკვე დაიწყო ჟოზე მოურინიოს დაბრუნების ოპერაცია და ამჟამად პირდაპირი კონტაქტები მიმდინარეობს.
ბენფიკას მოურინიოს ნებისმიერ ფასად დატოვება სურს, თუმცა აცნობიერებს, რომ რეალთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს;
საბოლოო გადაწყვეტილება ფლორენტინო პერესზეა დამოკიდებული - სწორედ ის გადაწყვეტს, დაბრუნდება თუ არა მოურინიო მადრიდში.