საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში ლიონი ლილს ესტუმრა და 1-2 დაამარცხა.
შეხვედრის სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. პირველ წუთზე აფონსო მორეირამ ლიონი დააწინაურა.
28-ე წუთზე ლილის მხრიდან ანგარიში ნათან ნგოიმ გაათანაბრა, ტაიმის ბოლოს კი ოლიმპიკმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო.
42-ე წუთზე ლიონი ენდრიკმა დააწინაურა, რომელმაც საფრანგეთში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა.
ახალგაზრდა ბრაზილიელმა პაულო ფონსეკას გუნდს მოაგებინა და თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.