ფაბრიციო რომანოს ცნობით, ენდრიკი კარიერას ლიონის ოლიმპიკში გააგრძელებს.
მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ბრაზილიელი მადრიდის რეალიდან საფრანგეთში იჯარის წესით გადავა.
ლიონელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ და მოთამაშის ანაზღაურების 50%-ს გადაიხდიან.
19 წლის ბრაზილიელი შემტევი მადრიდის რეალს სეზონის დასრულების შემდეგ, ივნისში დაუბრუნდება.