VIDEO: გასეირნება ბაქოში - ბარსელონამ სტუმრად საბაჰი გაანადგურა
40 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში ბარსელონამ სტუმრად საბაჰი გაანადგურა.
შეხვედრა ბაქოს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და კატალონიელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ენტონი გორდონმა შეაგდო, რომელმაც მეორეში დუბლიც მიითვალა. თავის გამოჩენა ასევე შეძლეს კარიმ ადეიემიმ და გაბრიელ ჟესუსმაც, მასპინძელთა რიგებში კი ერთადერთი გოლი მიკელსმა გაიტანა, როცა ბარსა უკვე 4:0-ს იგებდა.
ამ გამარჯვებით ბარსამ 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, საბაჰი კი 3 ქულით 32-ე პოზიციას იკავებს.