ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ვილიარეალმა სტუმრად პრაღის სლავია 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე ბიუკენანმა გაიტანა და ვილიარეალს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოუტანა.
ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მატჩი თადარიგში დაიწყო და მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.
ვილიარეალმა 2 გამარჯვებითა და 3 მარცხით მიმდინარე ლიგაზე 6 ქულა დააგროვა და 22-ე ადგილს იკავებს, სლავია კი 1 ქულით 34-ე პოზიციაზეა.
შემდეგ ტურში ვილიარეალი შინ აზერბაიჯანულ საბაჰს დაუპირისპირდება, სლავია კი სტუმრად ბაიერნს ეწვევა.
0-1 ბიუკენანი 62'