VIDEO: გოგამ 16 წუთი ითამაშა - ორლანდო ექვსეულთან 1 მოგებაშია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ ნიუ ორლეანს პელიკანსს გასვლითი მატჩი მოუგო - 112:108.
სოლიდური ორმაგი დუბლი ჰქობდა პაოლო ბანკეროს - 23 ქულა, 16 მოხსნა, 6 ასისტი. თუმცა, ის ორლანდოს ყველაზე შედეგიანი მექულე არ ყოფილა, დესმონდ ბეინმა 27 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი მიითვალა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა პელიკანსელმა ივზ მისსიმ - 18 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი.
რაც შეეხება გოგას, 16:15 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 6 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი შესძინა (4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო). ასევე, 1 ჩაჭრა, 2 ბლოკი და 2 დაკარგვაც ჰქონდა.
ორლანდომ რეგულარულის 78-ე მატჩიდან 42-ედ გაიმარჯვა და, ტორონტოსა და ფილადელფიას წყვილად წაგების გამო, ზედა ექვსეულს 1 მოგებაში მიუახლოვდა.
ერთი ისაა, რომ მეჯიქს რთული კალენდარი აქვს და დარჩენილ 4 შეხვედრაში კონფერენციის ორ ლიდერთან მოუწევს თამაში - 7 აპრილის 03:00 საათზე, დეტროიტ პისტონსს მასპინძლობენ, რეგულარულს კი ბოსტონთან გასვლითი მატჩით (13 აპრილი) ასრულებენ. იქამდე მინესოტას უმასპინძლებენ და ჩიკაგოს სტუმრად შეხვდებიან.