VIDEO: მარცხი TD Garden-ში - ტორონტომ მე-6 ადგილი შეინარჩუნა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი ბოსტონ სელტიქსთან TD Garden-ში დამარცხდა.
შეხვედრის პირველი სამი მეოთხედი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წავიდა, გადამწყვეტ 12-წუთეულში კი ბოსტონელებმა მეტოქეს 11 ქულით აჯობეს, რაც საბოლოო წარმატების გარანტი გახლდათ - 115:101.
ბოსტონელებს, ტრადიციულად, ჯეილენ ბრაუნმა (26 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი) და ჯეისონ ტეიტუმმა (23 ქულა, 13 მოხსნა, 7 ასისტი) ულიდერეს, ნიიმიას კეტას - 18, ხოლო პეიტონ პრიტჩარდს 17 ქულა ჰქონდა.
რაც შეეხება რეპტორსს, მის მხარეს ყველაზე შედეგიანი ჯეი'კობ უოლტერი (16 ქულა) იყო, არ ჯეი ბერეტსა და ბრენდონ ინგრამს 15-15 ქულა ჰქონდათ, ხოლო ჯეიკობ პიოლტლს - 14.
რაც შეეხება მამუს, მან 1-დან 0 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, 10 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 4 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა (43 მოგება, 35 წაგება) პირდაპირ 1/8 ფინალში გამსვლელი მე-6 პოზიცია შეინარჩუნა, რადგან პარალელურ მატჩში ფილადელფია (43 მოგება, 35 წაგება) კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსთან დამარცხდა.
ტორონტო, რეგულარულის დარჩენილ 4 მატჩში, მაიამი ჰიტს ზედიზედ 2-ჯერ უმასპინძლებს და ასევე შინ ბრუკლინს ნეტსს დაუხვდება, ხოლო ნიუ იორკ ნიქსთან სტუმრად ითამაშებს. ფილადელფია სან ანტონიო სპერსს, ჰიუსტონ როქეტსსა და ინდიანა პეისერსს ესტუმრება, მილუოკი ბაქსს კი საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.