VIDEO: როგორც იქნა! - დალასმა 32-წლიანი უცუდესი სერია ლეიკერსთან შეწყვიტა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დალას მავერიქსმა როგორც იქნა საშინაო შეხვედრა მოიგო და 14-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
ტექსასელებმა თავიანთ ყოფილ ლიდერ ლუკა დონჩიჩის, ასევე, ოსტინ რივზისა და მარკუს სმარტს გარეშე დარჩენილ ლეიკერსს 134:126 აჯობეს და 23 იანვრის შემდეგ პირველ საშინაო შეხვედრაში გაიმარჯვეს.
მავერიქსს ამაზე ხანგრძლივი საშინაო წაგებათა სერია 1994 წელს ჰქონდა, როცა ახლა უკვე დანგრეულ რეუნიონ არენაზე, მიჯრით 19-ჯერ დამარცხდნენ.