საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა და ძალებს ფიბა-ევროპის თასზე მოსინჯავს.
ტურნირის ახალი ფორმატის თანახმად, ჯგუფებში 4-ის ნაცვლად 6 გუნდი ითამაშებს, რის გამოც ბათუმს ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ათი მატჩის გამართვა მოუწევს.
A ჯგუფში ბათუმელთა მეტოქეები ტრეპჩა (კოსოვო), პრომითეასი (საბერძნეთი), ოპავა (ჩეხეთი), ტრირი (გერმანია) და სპლიტი (ხორვატია) იქნებიან.
შეჯიბრება 6 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის გაგრძელების შანსი ჯგუფიდან მხოლოდ ორ საუკეთესო გუნდს ექნება.