VIDEO: თორნიკეს შედეგიანი თამაში ევროლიგის სუპერთასზე
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროლიგის სუპერთასის მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში დუბაი თურქულ ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდა.
თორნიკე შენგელიას გუნდი მძიმე ბრძოლაში 77:85 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი დუბაის სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 10 წუთი და 45 წამი დაჰყო, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა და 2 მოხსნა შესძინა.
აღსანიშნავია, რომ ეს შენგელიასთვის ახალ კლუბში ჩატარებული რიგით მეორე ოფიციალური შეხვედრა იყო. მისი სადებიუტო მატჩი ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდის რეალის წინააღმდეგ შედგა.