VIDEO: გოგამ ყოფილ გუნდთან 20 წუთამდე ითამაშა - ორლანდომ საშინაო მატჩი წააგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა მის ყოფილ გუნდ ინდიანა პეისერსთან საშინაო მატჩი წააგო - 126:128. ფლორიდული გუნდი ცუდ ფორმაშია და ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა.
ბოლო ორი შეხვედრის მსგავსად, ქართველმა ამჯერადაც დაახლოებით 20-წუთიანი სათამაშო დრო მიიღო - 19:54 წუთში, 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი მიითვალა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გოგას თანაგუნდელი, პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 39 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი ჩაიწერა აქტივში. პეისერსს კი პასკალ სიაკამმა ულიდერა - 37 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი.
ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, ორლანდოელებს ისევ 38 მოგება აქვთ, ჯერჯერობით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე არიან, თუმცა მე-10 პოზიციამდე დაქვეითების რეალური საფრთხე არსებობს.
25 მარტის 04:00 საათზე, ფლორიდული გუნდი სტუმრად თავისსავე კონფერენციის მე-4 ადგილოსან კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდება.