VIDEO: კარიერაში მე-4 ყველაზე შედეგიანი მატჩი - მამუმ ტორონტოს იუტაში ულიდერა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა, NBA-ის ეგიდით, კარიერულად მე-4 ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა ტორონტო რეპტორსმა სტუმრად იუტა ჯაზს 143:127 მოუგო.
ჯეიკობ პიოლტლის არყოფნაში, ქართველმა თამაში სასტარტოში, ცენტრის პოზიციაზე დაიწყო და პარკეტზე 32:13 წუთი გაატარა - 23 ქულა (გუნდში ამაზე მეტი მხოლოდ არ ჯეი ბერეტს ჰქონდა - 27), 4 მოხსნა, 2 ასისტი. ასევე, 5 ჩაჭრა და 1 ბლოკიც მიითვალა. 14-დან 9 ბურთი ჩააგდო - 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო.
ქულების მხრივ, მამუს ამაზე უფრო შედეგიანი მატჩი კარიერაში 3-ჯერ ჰქონია:
2025-ის მარტი V ნიუ იორკ ნიქსი - 34 ქულა;
2022-ის აპრილი V კლივლენდი - 28 ქულა;
2025-ის დეკემბერი V ბოსტონი - 24 ქულა.
ამის გარდა, 23-ქულიანი მატჩი ჰქონდა - 2023-ის აპრილში, დალასთან; ხოლო 2025-ის დეკემბერში, ვაშინგტონთან.
71 შეხვედრის შემდეგ, რეპტორსს 40 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა - კლივლენდ კავალიერსთან სხვაობა 4 მოგებაა.
26 მარტის 06:30 საათზე, კანადელები კალიფორნიაში, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ ითამაშებენ.