VIDEO: ღურწკაიამ ტრავმა მიიღო - ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით, განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდმა წყალტუბოში პირველი ვარჯიში გამართა. ტყიბულის მეშახტეს შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოსამზადებელ ეტაპს დინამო ბათუმის - ლუკა წულუკიძე და წყალტუბო სამგურალის - ცოტნე ბერელიძე შეუერთდნენ.
27 მარტს - ლატვიასთან და 31 მარტს - მალტასთან გასამართი მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999);
მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი).