VIDEO: გოლების წვიმა ეტიჰადზე - სიტიმ კრისტალ პალასს თამაში მოუტრიალა
12 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე კრისტალ პალასი მიიღო, მატჩი უხვგოლიანი გამოდგა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. 21-ე წუთზე ეზესა და რიჩარდსის გოლებით პალასი 0-2 იგებდა, თუმცა 3-წუთიანი მონაკვეთში დე ბრუინისა და მარმუშის გოლებიტ სიტიმ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში გვარდიოლას გუნდმა 3 უპასუხო გოლი გაიტანა. თავი კოვაჩიჩმა, მაკატიმ და ო'რაილიმ გამოიჩინეს, სიტიმ კი 5-2 იმარჯვა.
ქალაქელები 55 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან, კრისტალ პალასი კი 43 ქულით მე-11 პოზიციაზე არიან.