არგენტინის ჩემპიონატის მე-8 ტურში როსარიო სენტრალი ბოკა ხუნიორსს დაუპირისპირდა.
მატჩი 1-1 დასრულდა. მე-20 წუთზე ანგარიში როდრიგო ბატალიამ გახსნა, 24-ე წუთზე კი - ანხელ დი მარიამ გაათანაბრა.
დი მარიას ულამაზესი გოლი გამოუვიდა. ანხელმა ოლიმპიკო შეასრულა და ბურთი პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია კარში.
დი მარიამ არგენტინის ჩემპიონატში უკვე მე-4 გოლი გაიტანა, როსარიო კი B ჯგუფში 11 ქულით მე-6 ადგილზეა.