ლიონელ მესიმ ვენესუელასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„როგორც ადრე ვთქვი, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი ასაკის გამო ალბათ კიდევ ერთხელ ვერ ვითამაშებ... ჩემი ასაკის გამო ყველაზე ლოგიკურია, რომ ეს ვერ მოვახერხო. მაგრამ, უკვე თითქმის იქ ვართ და ამიტომაც აღტაცებული და მოტივირებული ვარ, რომ თამაში შევძლო. როგორც ყოველთვის ვამბობ, დღითიდღე, მატჩიდან მატჩამდე მივდივარ, ყოველდღიურად, როგორც ვიგრძნობ თავს.
დღითიდღე ვცდილობ, თავი კარგად ვიგრძნო და ყველაზე მთავარია, რომ ვიყო გულწრფელი ჩემს თავთან. როცა კარგად ვგრძნობ თავს, სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ როცა არა — გულწრფელად რომ გითხრათ, კარგ დროს ვერ ვატარებ, ამიტომ მირჩევნია იქ არ ვიყო, თუ კარგად არ ვიგრძნობ თავს. ასე რომ, ვნახოთ.
გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არ მიმიღია.
მატჩიდან მატჩამდე დავამთავრებ სეზონს, შემდეგ პრესეზონი მექნება და ექვსი თვე დარჩება. მერე ვნახავთ, როგორ ვიგრძნობ თავს. იმედია, კარგი პრესეზონი მექნება 2026-ში და MLS-ის ამ სეზონს კარგად დავამთავრებ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებ.“ - განაცხადა მესიმ.
VIDEO: დუბლი ვენესუელასთან - მესის ბოლო სანაკრებო მატჩი საკუთარ კედლებში?