ინგლისელმა ექს-მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, ლეო მესის თამაშზე მუშაობა გაიხსენა.
„პირველად, როცა მის მატჩზე ვიმუშავე, მესის ბურთით მუშაობა უბრალოდ დაუჯერებელი იყო. თავიდან, ვცადე ბურთზე დაკვირვება, მაგრამ რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელია და სჯობს, პირადად მას ვადევნო თვალი.
თითქოს, თავბრუ მეხვეოდა იმისგან, როგორ გადაადგილებდა ის ბურთს საფეხბურთო მოედანზე.
მის თამაშზე მხოლოდ ერთხელ ვიმუშავე და ყვითელი ბარათი ვუჩვენე. არ უკამათია, იმიტომ რომ ნამდვილად დაიმსახურა - მესიმ ფეხბურთელს დააბიჯა და იცოდა ამის შესახებ, ამიტომ ის გავაფრთხილე.
თუმცა, ალბათ, ის პატივს მცემდა, იმიტომ რომ იქამდეც ბევრჯერ ვეყოლებოდი ნანახი.
მესი გამორჩეული ფეხბურთელი იყო." - აღნიშნა კლატენბურგმა.