VIDEO: გოლი შემოსვლიდან 28 წამში - გრიზმანის დუბლი ლევანტესთან
18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში ატლეტიკო მეტროპოლიტანოზე ლევანტეს დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.
ანგარიში მე-12 წუთზე დელას ავტოგოლით გაიხსნა, 21-ე წუთზე კი სტუმართა მხრიდან მანუელ სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა.
61-ე წუთზე თამაშში ანტუან გრიზმანი ჩაერთო, რომელმაც გოლის გატანა მოედანზე შემოსვლიდან 28 წამში მოახერხა. მე-80 წუთზე ფრანგმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
ატლეტიკომ ამ გამარჯვებით 25 ქულა დააგროვა და ლაივ ცხრილში მე-3 ადგილზეა, ლიდერ რეალთან ჩამორჩენა კი 5 ქულაა.