VIDEO: გრანდების უხვგოლიანი მატჩი - ინგლისი შთამბეჭდავად იწყებს
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპინატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისმა ხორვატიას მოუგო.
დალასში გამართული მატჩი ინგლისელების დამაჯერებელი გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
დუბლით თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა, თითო გოლი კი ჯუდ ბელინგემმა და მარკუს რაშფორდმა გაიტანეს. პირველი პენალტი ლივაკოვიჩმა კეინს აუღო, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ არცერთი ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონია და ხელახლა შესრულებული თერთმეტმეტრიანი ინგლისელმა აღარ გააფუჭა.
ხორვატიის რიგებში კი გოლები ბატურინამ და მუსამ გაიტანეს.
რომ არა ხორვატთა მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი, ინგლისი მატჩს ბევრად დიდი ანგარიშითაც მოიგებდა. საერთო ჯამში, შეხვედრა ძალიან შემტევი და სანახაობრივი გამოდგა.