VIDEO: პირველი ტურის მეორე დიდი სენსაცია - პორტუგალიას კონგოსთან ფეხი დაუცდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთ-ერთი ფავორიტი ტურნირს ფრით იწყებს.
პორტუგალიის ნაკრების მეტოქე ჯგუფურის პირველ ტურში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო, რომელიც პორტუგალიელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად ვერ დაამარცხეს და ფრეს (1:1) დასჯერდნენ.
ევროპელები ჟოაო ნევეშის სწრაფი თავურით დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს კონგომ ანგარიში ასევე თავური დარტყმით გაათანაბრა და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატებზე ისტორიული, თავისთვის პირველი ქულაც მოიპოვა.